გოგი მეშველიანი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს

“ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას კანდიდატის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მმართველი გუნდის კანდიდატი ამჯერად სოფლებს: აზკაკლიანს, ბოსლებს, ტნუსს, განთიადსა და ჯავახს – ეწვია და ადგილობრივი მცხოვრებლების საჭიროებები მოისმინა.

შეხვედრაზე სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. სოფელ განთიადში ადგილობრივებმა პროექტ “აწარმოე საქართველოს“ მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და მასში მონაწილეობისათვის მადლიერება გამოხატეს.

მოსახლეობის თქმით, მათთვის აქტუალურია სასოფლო-სამეურნეო მიწების განაწილების, შიდა გზებისა და სარწყავი წყლის საკითხი.

გოგი მეშელიანის განცხადებით, ის ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს რათა რეგიონისათვის მნიშვნელოვანი საკითხები დროულად გადაწყდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები