„ჩემთვის სრულიად მიუღებელია, როდესაც შემოქმედებით სფეროში მოღვაწე ადამიანები პოლიტიკაში ცდილობენ ადგილის დამკვიდრებას“

„ჩემთვის სრულიად მიუღებელია, როდესაც შემოქმედებით სფეროში მოღვაწე ადამიანები პოლიტიკაში ცდილობენ ადგილის დამკვიდრებას“, – წერს  პოეტი, მთარგმნელი და მუსიკოსი – ირინე გოჩაშვილი ,,ფეისბუქის,, საკუთარ  გვერდზე.
„ყველაზე მეტად რა მაწუხებს ამ, „სულ სხვა სამყაროში“?  ჩემთვის სრულიად მიუღებელია, როდესაც შემოქმედებით სფეროში მოღვაწე ადამიანები პოლიტიკაში ცდილობენ ადგილის დამკვიდრებას – არა მგონია, სწორი იყოს, რომ ისეთი სასწავლო დაწესებულებები, როგორებიც არიან: კონსერვატორია, სამხატვრო აკადემია,ან თეატრალური უნივერსიტეტი, პოლიტიკური ნიშნით შერჩეული ადამიანები ხელმძღვანლობდნენ.
თანამდებობა, ამ შემთხვევაში, მათ მიერ პოლიტიკური კარიერის გზაზე ტრამპლინად არის გამოყენებული. ასეთი მაგალითი ხშირია.
შესაძლოა, ეს უტოპიური სურვილია, მაგრამ ძალიან მინდა, რომ ნებისმიერი დარგის მინისტრები შერჩეულნი იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ მათი ამ სფეროებში უმაღლესი ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით. ასეთი ადამიანები კი, თავისი პოზიციის მიუხედავად, უსათუოდ მოახერხებენ განსხვავებული პოზიციის მქონე წარმომადგენლების ყურადღებით მოსმენასა და საქმისთვის სასარგებლო მოსაზრებების გათვალისწინებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება თავად გახდება ხელშემწყობი იმისა, რასაც თავად ებრძვის. ასეთია ჩემი, როგორც ამომრჩევლის აზრი და სურვილი“, – წერს ირინე გოჩაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები