აზერბაიჯანში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა

აზერბაიჯანში ბოლო ერთ დღეში კოროანვირუსის 530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ 43 280 დადასტურებული შემთხვევაა.

ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, რომ ვირუსს კიდევ სამი პაციენტი ემსხვერპლა და რესპუბლიკაში ლეტალური შემთხვევების რიცხვი 619-მდე გაიზარდა.

ასევე, ბოლო 24 საათში კლინიკებიდან 101 პაციენტი გაწერეს, სულ 39 671 გამოჯანმრთელებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები