“არჩევნების გადადებაზე ფიქრის არანაირი საფუძველი არ არსებობს, ეს არის ოფიციალური პოზიცია”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობა იზრდება, ხელისუფლება პროცესებს მართავს. ამასთან, პრემიერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას, მაქსიმალურად დაიცვან წესები.
„ყველაზე ქმედითი ინსტრუმენტია პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა. რაც უფრო მეტი პირბადიანი ადამიანი იქნება ჩვენს ქვეყანაში, ნაკლები იქნება ინფექციის გავრცელებაც და სიკვდილიანობაც”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.