საფრანგეთის 9 ქალაქში, კორონავირუსის გავრცელების გამო, ე.წ. კომენდანტის საათი დააწესეს

პარიზში, ასევე, საფრანგეთის 8 ქალაქში, კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

შესაბამისი განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გააკეთა.

შეზღუდვა ძალაში 17 ოქტომბერს შევა და 4 კვირის განმვალობაში გაგრძელდება.

“უნდა ვიმოქმედოთ, უნდა შევაჩეროთ ვირუსის გავრცელება. ამ ვირუსთან ბრძოლა, სულ მცირე, 2021 წლის ზაფხულამდე მოგვიწევს. ასეთი დასკვნა მეცნიერებმა გააკეთეს”, – თქვა მაკრონმა.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ ქვეყანაში დღიური მაჩვენებელი 3-5 ათასამდე შემცირდეს მაშინ, როდესაც დღეს ახალი შემთხვევების რიცხვი 27 ათასს აღწევს.

შეზღუდვა, პარიზის გარდა, იმოქმედებს გრენობლში, ლილში, ლიიონში, მარსელში, მონპელიეში, რუანში, სენტ-ეტიენსა და ტულუზაში.

მაკრონის თქმით, ის, ვინც ე.წ. კომენდანტის საათის რეჟიმს დაარღვევს,  135 ევროს ოდენობით დაჯარიმდება, განმეორებითი დარღვევა პირს 10-ჯერ მეტი დაუჯდება.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები