„შიშველი სიცოცხლე“ – ანტუან დ’აგატას ვიდეოინსტალაცია
23 სექტემბერი – 21 ნოემბრის ჩათვლით, ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი ანტუან დ’აგატა / Magnum Photos ვიდეოინსტალაციას – „შიშველი სიცოცხლე“ უმასპინძლებს.
ირგანიზატორების ინფორმაციით, ვიდეოინსტალაცია თბილისის ფოტოგამოფენის ფარგლებში გაიმართება.
არსებული რეგულაციების თანახმად, საგამოფენო სივრცეში ვიზიტორთა რაოდენობა და სამუშაო საათები განსაზღვრულია უსაფრთხოების ზომების დაცვისა და მონიტორინგის მიზნით.
.კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, გამოფენაზე დასწრებისას მოქმედებს შეზღუდვები, სადაც დამთვალიერებელმა უნდა დაიცვას შესაბამისი რეკომენდაციები:
გამოფენაზე ვიზიტორების დაშვება ხდება მხოლოდ გაწერილი განრიგით, წინასწარი რეგისტრაციის მეშვეობით ან ადგილზე რეგულაციების დაცვის თანახმად (თითო საათში მხოლოდ 10 ვიზიტორის მიღება);
დახურულ სივრცეში ვიზიტორები დაიშვებიან მხოლოდ პირბადის გამოყენებით, სოციალური დისტანციის დაცვის პირობით;
მის: მ.კოსტავას ქ.14, თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი, სტამბა.
ქავერის ფოტო: ანტუან დ’აგატა / Magnum Photos. „შიშველი ცხოვრება“. 2020.