ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 49 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ 19-ის 49 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, ე.წ. რესპუბლიკაში 2479 დადასტურებული შემთხვევაა.
ამჟამად, გუდაუთის საავადმყოფოში 168 პაციენტი მკურნალობს, მათგან 18-ის მდგომარეობა მძიმე, ხოლო 25-ის საშუალო სიმძიმის არის.
ბოლო ერთ დღეში ვირუსი კიდევ 13-მა ადამიანმა დაამარცხა, სულ 1100 გამოჯანმრთელებულია.
ვირუსს 23 ადამიანი ემსხვერპლა.