თეა ახვლედიანი: გვაქვს იმედი, რომ აფხაზეთის ე.წ. ლიდერებისგან წამოსული ინიციატივა დიალოგის გაღრმავებასთან დაკავშირებით შედეგზე ორიენტირებული იქნება

“ნამდვილად გვაქვს იმედი, რომ აფხაზეთის ე.წ. ლიდერებისგან წამოსული ინიციატივა დიალოგის გაღრმავებასთან დაკავშირებით შედეგზე ორიენტირებული იქნება”, – ამის თაობაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “ნიუსრუმში“ განაცხადა.
“პოზიტიური სიგნალები და წინადადებები წინა წლებშიც მოგვისმენია. ჩვენ ნამდვილად გვაქვს რწმენა და იმედი, რომ შედეგზე ორიენტირებული იქნება ე.წ. ლიდერებისგან წამოსული ინიციატივა დიალოგის გაღრმავებასთან დაკავშირებით. ჩვენ ამისთვის ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.
შეგახსენებთ, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა – ასლან ბჟანიამ ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა, რომ სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, ხოლო როგორ ფორმატში და რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები