ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთის არმია უკან იხევს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, “ყარაბაღის ჯარი ცოტას უკან იხევს”, თუმცა, ვითარების კონტროლს აგრძელებს.

ამის შესახებ ფაშინიანმა ხალხისადმი ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“საბრძოლო მოქმედებების 18 დღის განმავლობაში ჩვენმა გმირულმა ჯარმა ჩრდილოეთისა და სამხრეთის მიმართულებით ცოტა უკან დაიხია. მოწინააღმდეგემ ტაქტიკა შეცვალა და დივერსიული ჯგუფების მიერ პანიკის დათესვას ცდილობს. თავდაცვის არმია ვითარებას აკონტროლებს და მოწინააღმდეგეს ზიანს აყენებს როგორც ცოცხალი, ისე -! ტექნიკის ნაწილში”, – თქვა მან.

მისი თქმით, ამას იმიტომ ამბობს, რომ საზოგადოების წინაშე სურს, მართალი იყოს.

“აზერბაიჯანისგან განსხვავებით, რომელიც ათასობით დაღუპულსა და სამხედრო ტექნიკის დანაკარგს მალავს”, – თქვა ფაშინიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები