ფაშინიანი “ახალი ჰიტლერის” ჩამოყალიბების საფრთხეზე საუბრობს
სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით “მიუნხენის შეთანხმება” არ უნდა მოხდეს.
ამის შესახებ მან ხალხისადმი ვიდეომართვაში განაცხადა.
„საკითხს ხედავდნენ მხოლოდ მთიანი ყარაბაღის კონტექსტში და ფიქრობდნენ, რომ ეს იქნებოდა მშვიდობა ტერიტორიის სანაცვლოდ. ეს ჩვენთვის მიუღებელია. 1938 წლის მიუნხენის შეთანხმების თანახმად, მშვიდობის სანაცვლოდ, ევროპის ნაწილმა გერმანიას გადასცა ჩეხოსლოვაკია. შემდეგ რაც მოხდა, ეს უკვე ყველამ ვიცით. ახლა საკითხი მდგომარეობს შემდეგში: მსოფლიო დაუშვებს თუ არა, რომ ჩამოყალიბდეს ახალი ჰიტლერი, ამჯერად უკვე – მცირე აზიაში. 27 სექტემბერს არწახის წინააღმდეგ ომი ჩვენთვის მოულოდნელად დაიწყო. ჩვენ ვიცოდით და ინფორმირებულები ვიყავით, მაგრამ არ ვიცოდით, როდის და რანაირად მოხდებოდა ეს თავდასხმა მოწინააღმდეგის მხრიდან. არწახის თავდაცვის არმია ომის დაწყების წუთებიდან გმირულად იბრძვის. თურქულ-აზერბაიჯანულ დაქირავებულ ტერორისტთა ალიანსმა ძლიერი დარტყმა მიაყენა არწახს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.