“კოვიდ 19”-ის საწინააღმდეგო პრეპარატის ცდები კიდევ ერთმა ამერიკულმა კომპანიამ შეაჩერა
ამერიკულმა კომპანია Eli Lilly-მა COVID19-ის საწინააღმდეგო პრეპარატის ცდები შეაჩერა.
როგორც კომპანიაში აღნიშნეს, ვირუსის საწინააღმდეგო წამლის ცდები დამოუკიდებელი დამკვირვებლების მიერ “უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე” შეჩერდა, თუმცა, სხვა დეტალები არ გაუსაჯაროებია.
გუშინ კი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ცდები კომპანია Johnson & Johnson-მა შეაჩერა – მას შემდეგ, რაც ექსპერიმენტში მონაწილე ერთ-ერთ პირს დაუდგენელი დაავადება აღმოაჩნდა.