ლავროვი: არასდროს გვითქვამს, რომ თურქეთი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა
“რუსეთს არასდროს უთქვამს, რომ თურქეთი მისი სტრატეგიული მოკავშირეა”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების სტატუსზე საუბრისას ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.
“რუსეთს არასდროს უთქვამს, რომ თურქეთი მისი სტრატეგიული მოკავშირეა. ის პარტნიორია – მჭიდრო და უმარავი მიმართულებით – ეს პარტნიორობა სტრატეგიულ ხასიათს ატარებს. ვმუშაობთ სირიაში, ვცდილობთ ლიბიის კრიზისის მოგვარებას. თურქეთიც ცდილობს ამ რეგიონში საკუთარი ინტერესების გატარებას. ეს აბსოლუტურად კანონიერია”, – თქვა რუსეთის პირველმა დიპლომატმა.
მისი თქმით, აღნიშნულ რეგიონში არსებობს ისეთი ინტერესები, რომელთა პროეცირება საზღვრებს გარეთ ხდება. ამ კონტექსტში მან თურქეთი, ირანი, ყატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები იგულისხმა. თუმცა, ლავროვის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს პროეცირება ტრანსპარენტული იყოს.