ალექსანდრე მოწერელია: მერაბ კოსტავას შემოქმედება და ღვაწლი განუსაზღვრელია ქართველი ერის წინაშე
აბაშაში, მარტვილში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ალექსანდრე მოწერელიამ მერაბ კოსტავას ხსოვნას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში პატივი მიაგო.
“დღეს ეროვნული გმირის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, ქართველი საზოგადო მოღვაწის, მერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან 31 წელი გავიდა.
ამ დღესთან დაკავშირებით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთში, მერაბ კოსტავას დედულეთში მისი ბიუსტი ყვავილებით შევამკეთ.
მერაბ კოსტავა სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა, მისი შემოქმედება და ღვაწლი განუსაზღვრელია ქართველი ერის წინაშე. ის იყო ეროვნული მოძრაობის სულის ჩამდგმელი და ერთ-ერთი ლიდერი, იგი თავისუფალი, ქედუხრელი, სარწმუნოების, კულტურის, სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად მებრძოლი, უდრეკი ადამიანის სიმბოლოა.
ჩვენ პატივს მივაგებთ და ქედს ვიხრით ამ დიდი მამულიშვილის ხსოვნის წინაშე”, – აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.