აბაშა-მარტვილის დამაკავშირებელ გზაზე 15 კმ-იანი მონაკვეთის შეკეთება მიმდინარეობს
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აბაშა-მარტვილის საავტომობილო გზის 15 კმ-იანი (კმ1-კმ15) მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, ასფალტ-ბეტონის დაგების სამუშაოები გრძელდება. აღნიშნული გზა აბაშისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებს ერთმანეთთან აკავშირებს.
“პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი და მოეწყობა ადგილობრივ გზებთან მიერთებები, განხორციელდება გზის სავალი ნაწილის მონიშვნა და საგზაო ნიშნების მოწყობა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 600 000 ლარია”, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.