ნოდარ ტურძელაძემ „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ტურნირში მიიღო მონაწილეობა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ფეხბურთში, კალათბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში ტურნირი გამართა. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნოდარ ტურძელაძემ და თბილისის საკრებულოს წევრებმა მიიღეს.

როგორც ნოდარ ტურძელაძემ აღნიშნა, მსგავსი ტიპის აქტივობები მომავალშიც გაგრძელდება, რათა უფრო მეტად მოხდეს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში.

ტურნირში გამარჯვებულებს ,,ქართული ოცნების” ვაკის მაჟორიტარმა კანდიდატმა სპეციალური სიგელები გადასცა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები