ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მთისძირა არხის რეაბილიტაცია დასრულდა

შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მთისძირა არხის რეაბილიტაცია დაასრულა.

როგორც ,,კვირას” ,,საქართველოს მელიორაციიდან” აცნობეს,პროექტის ფარგლებში ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან დამშრობი არხის ჯამში 17-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა. აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა არხზე მოწყობილ სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს.

“ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზარდა, რაც 6 900 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობიდან ჭარბი წყლის მოცილებას გააუმჯობესებს.

სამუშოები, რომლის ღირებულებაც 1 485 000 ლარია საქართველოს მელიორაციამ საკუთარი ძალებით გასული წლის ივლისში დაიწყო და მიმდინარე თვეში დაასრულა.

დღეისათვის გურიაში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 3 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შედეგად დამატებით 750 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი დაშრება,”- ნათქვამია ,,საქართველოს მელიორაციის” ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები