საქართველოში კორონავირუსისგან 329 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 329 პაციენტი გამოჯანმრთელდა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 6867, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამასთან, ქვეყანაში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და, ჯამურად, 12 841 შემთხვევაა დადასტურებული.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ ცხრა პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა, ჯამურად, 102-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 590 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 393-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები