კახა კახიშვილმა სახელმწიფო სიმბოლოების პოპულარიზაციის პრეზენტაცია გამართა

„ქართული ოცნების” ისნის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა კახიშვილმა „საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში” საკანონდებლო ინიციატივის – სახელმწიფო სიმბოლოების პოპულარიზაციის პროექტის პრეზენტაცია გამართა.

პროექტი საკანონდებლო ცვლილებას ითვისწინებს, რომლის შედეგად, საქართველოს სახელმწიფო დროშა მუდმივად აღიმართება საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შენობებზე.

კახიშვილის თქმით, კანონის იგივე ნორმა გავრცელდება კერძო სკოლებსა და ბაგა-ბაღებზე. ასევე, ამ დაწესებულებებში საქართველოს სახელმწიფო გერბი და ჰიმნის ტექსტი თვალსაჩინო ადგილას განთავსდება.

„თუ დასავლეთის, ან/და ჩვენ მეზობელ სახელმწიფოებს გადავხედავთ, ქუჩაში გამვლელი ნებისმიერი უცხო ადამიანისთვისაც თვალნათელია, როგორ ხარისხშია ამ ქვეყნებში ეროვნული სიმბოლიკის პატივისცემა აყვანილი, სადაც არა თუ საჯარო დაწესებულებების, არამედ კერძო საცხოვრებელი სახლების სახურავებზე და აივნებზეც ეროვნული დროშებია აღმართული. სამწუხაროდ, ამის პრაქტიკა და ტრადიცია საქართველოში ჯერჯერობით არ გვაქვს და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეროვნული სიმბოლიკის პატივისცემა უპირველესად ჩვენ მომავალ თაობას ჩავუნერგოთ, რათა ისევე, როგორც ეს მსოფლიოს ცივილიზებულ სახელმწიფოებში დღეს ტრადიციადაა ქცეული, ზრდასრულ ასაკში ეროვნული სიმბოლისკისადმი პატივისცემა უკვე თავად გამოხატონ”, – განაცხადა ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა და ის მომავალ თაობასაც გადასცენ და დასძინა, რომ ისეთი პატარა სახელმწიფოსთვის, როგორცი საქართველოა, პატრიოტული სულისკვეთების შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ამ საკანონდებლო ცვლილების შედეგად, ბაგა-ბაღის ასაკიდანვე ბავშვები ისწავლიან ეროვნულ სიმბოლოებს, დროშის პატივისცემას, სახელმწიფო ჰიმნის და გერბის მნიშვნელობას და ეს იქნება არა მექანიკური ცოდნა, არამედ ბავშვები ამ ყველაფერს არსობრივად გაიაზრებენ”, – აღნიშნა კახიშვილმა.

პროექტის პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი, „ქართული ოცნების” საარჩევნო სიის წევრი გივი მიქანაძე, ისნის რაიონის მოქმედი დეპუტატი ირაკლი აბუსერიძე, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე და მუსიკოსი გია ბაღაშვილი ესწრებოდნენ. კახა კახიშვილმა მათ მადლობა გადაუხადა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები