უტა ბერიას ფილმის – „უარყოფითი რიცხვების“ ჩვენება ღია სივრცეში
13-18 ოქტომბერს, 21:00 საათზე, „თიბისი“ და საქართველოს ეროვნული მუზეუმი უტა ბერიას სადებიუტო ფილმის – „უარყოფითი რიცხვების“ ჩვენებებს გამართავს, რომელიც სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეზოში გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფილმი დაჯილდოებულია ევროკავშირის პრიზით „ადამიანთა უფლებები კინოში“ და მოგვითხრობს არასრულწლოვან პატიმრებზე, რომელთა ყოველდღიურობას რაგბის ვარჯიშები ცვლის.
ბილეთები: https://v3.tkt.ge/event/237735/kino-muzeumshi-uaryofiti-rickhvebi