საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 211 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 12272 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 211 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 6538-ია.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ ექვსი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა, ჯამურად, 91-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 590 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1393-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები