აშშ-ში ქარიშხალი “დელტა” მძვინვარებს
ამერიკის სამხრეთში ქარიშხალი დელტა მძვინვარებს. ძირითადი დარტყმა ლუიზიანას შტატის რაიონში, მექსიკის ყურეს მიაყენა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, “ამერიკის ხმა” ავრცელებს. მათი ცნობით, ქარიშხალი იმავე რაიონში მძვინვარებს სადაც, დაახლოებით 6 კვირის წინ ქარიშხალი “ლაურა” დაფიქსირდა.
აშშ-ის ქარიშხალთა ნაციონალური ცენტრის ინფორმაციით, “დელტა” ტროპიკულ შტორმამდე შესუსტდა, რამაც ლუიზიანას შტატში უხვი ნალექი გამოიწვია.
მედიის ცნობით, ცალკეული რაიონები დატბორილია და წაქცეულია ელექტროგადამცემი ბოძები.