ამირან გამყრელიძე: ამ 8 თვის განმავლობაში ბევრი ვისწავლეთ და არ მგონია, იტალიის სცენარის განმეორება საქართველოში რეალობასთან ახლოს იყოს

იტალიის სცენარის განმეორება საქართველოში არ მგონია, რომ რეალობასთან ახლოს იყოს,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა საქართველოში იტალიის სცენარი განმეორდეს, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მსგავსი რამ მოსალოდნელი არაა.

„იცით, რომ გადასული ვართ მოდელზე, როდესაც ყველას არ სჭირდება ჰოსპიტალური მკურნალობა და მკურნალობას გადიან ბინაზე ან ე.წ. კოვიდ სასტუმროებში. ჩვენ, ისევე როგორც მსოფლიომ, ამ რვა თვის განმავლობაში ბევრი ვისწავლეთ და არ მგონია, იტალიის სცენარის განმეორება საქართველოში რეალობასთან ახლოს იყოს. ყოველ შემთხვევაში სახელმწიფო, ექიმები ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მსგავსი რამ ქვეყანაში არ მოხდეს“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები