საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 10752 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 313 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 5866​-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ ექვსი პაციენტი გარდაიცვალა, გარდაცვლილთა რაოდენობა, ჯამურად,  72-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 574 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

შეგახსენებთ, საქართველოში გუშინ კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები