ოკუპირებულ აფხაზეთში ვირუსს კიდევ 3 პაციენტი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რიცხვმა 2 ათასს გადააჭარბა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 95 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ 2071 დადასტურებული შემთხვევაა.
კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში კოვიდ 19-ს კიდევ 3 პაციენტი ემსხვერპლა, ჯამურად, 19 ლეტალური შემთხვევაა.
ასევე, განახლებული სტატისტიკის მიხედვით, 13 პირი გამოჯანმრთელდა, კლინიკიდან სულ 811 პირია გაწერილი.
ამჟამად, გუდაუთის საავადმყოფოში 137 ადამიანი მკურნალობს, მათგან 22-ის მდგომარეობა მძიმე, ხოლო 55-ის საშუალო სიმძიმის არის.