კლინიკა „ამტელში“ კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი ოკუპირებული გალიდან იყო გადმოყვანილი

კლინიკა „ამტელში“ გარდაცვლილი პაციენტი ოკუპირებული გალის მკვიდრი, 83 წლის მამაკაცი იყო.

„ამტელ ჰოსპიტლის“ კლინიკური დირექტორის, ლაშა მაჭარაშვილის თქმით, პაციენტს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.

„წარმოშობით გალიდან იყო. მკურნალობდა საუნივერსიტეტო კლინიკაში და გადმოიყვანეს ჩვენთან. 83 წლის მამაკაცი იყო კოვიდინფექციით, გართულებული პნევმონიით, დისტრეს სინდრომით. თანმხლები დაავადებები – გულის უკმარისობა, ჰიპერტონია და მოციმციმე არითმია. 13 პაციენტი წევს რეანიმაციულ განყოფილებაში, კლინიკაში სულ იმყოფება 149 პაციენტი“, – განაცხადა ლაშა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ბოლო 24 საათში ოთხი პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 62 შეადგინა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები