შალვა კერესელიძე: 31 ოქტომბერს ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და ერთად გავაგრძელებთ წარმატებული საქართველოს მშენებლობას
მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დუშეთში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.
შალვა კერესელიძემ დუშელებს მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტების შესახებ კიდევ ერთხელ მიაწოდა ინფორმაცია.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, ქალაქში სრული რეაბილიტაცია უტარდება ისტორიულ პირველ საჯარო სკოლას; მიმდინარობს დუშეთის ძველი ისტორიული უბნების რეაბილიტაცია; შენდება სპორტული კომპლექსი; სრული რეაბილიტაცია უტარდება სამივე საბავშვო ბაღს; წესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა.
„თბილი და სასიამოვნო შეხვედრა მქონდა დუშელებთან. მე მათ ჩემი ხედვები გავაცანი, თუ როგორ ვხედავ ქალაქის განვითარებას სამომავლოდ. დაგეგმილი გვაქვს არაერთი პროექტი. ნაწილი მასშტაბური პროექტებისა მიმდინარეობის, ნაწილიც კი სამომავლოდ განხორციელდება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, ვინც დამაფასა და ჩემთან შესახვედრად მოვიდა. 31 ოქტომბერს ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და ერთად გავაგრძელებთ წარმატებული საქართველოს მშენებლობას”, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.