ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, 4 ოქტომბერს კოვიდ19-ის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკვე 1716 დადასტურებული შემთხვევაა.

კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ.ოპერატიული შტაბის მონაცემით, გუდაუთის საავადმყოფოში ამჟამად 145 პაციენტი მკურნალობას, მათგან 18-ის მდგომარეობა მძიმე, ხოლო 55-ის საშუალო სიმძიმის არის.

ვირუსის დამარცხება 19-მა პირმა შეძლო, სულ 621 გამოჯანმრთელებულია.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვირუსს 13 ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა, ტერიტორიის ფარგლებს გარეთაც არიან გარდაცვლილები. ასე, მაგალითად, 4 ოქტომბერს კოვიდინფიცირებული სოჭის საავადმყოფოში გარდაიცვალა, ასევე, 3 პირი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

შექმნილი ვითარების ფონზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დღეიდან რიგი შეზღუდვა დაწესდა, რომელთა შორის არის სპორტული, გასართობი და სხვა ტიპის ღონისძიებების გამართვა დახურულ სივრცეებში. ასევე, აკრძალულია ქორწილები, შეზღუდულია იმ პირთა რაოდენობაც, ვინც სამგლოვიარო ღონისძიებებში მონაწილეობს. კვების ობიექტებმაც უნდა გაითვალისწინონ რიგი რეკომენდაციები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები