კანადაში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

კანადაში, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელმა 2124-ს მიაღწია და საერთო ჯამში 162 659 ადამიანია დაავადებული. აღნიშნულის შესახებ კანადის ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება.

შეგახსენებთ, რომ ასეთი მაღალი მაჩვენებელი 24 საათის განმავლობაში კანადაში გაზაფხულზეც კი არ დაფიქსირებულა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა ქვეყანაში 9409-ს აღწევს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კანადაში 137,6 ათასი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები