ჯო ბაიდენს დონალდ ტრამპთან კონტაქტის გამო კორონავირუსზე ტესტის ჩაბარება მოუწევს
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან, ჯო ბაიდენი კორონავირუსზე ტესტს ჩააბარებს მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის პრეზიდენტს კოვიდ 19 დაუდასტურდა.
ამის შესახებ CNN-ს წყარომ აცნობა.
29 სექტემბერს ტრამპმა და ბაიდენმა წინასაარჩევნო დებატებში მიიღეს მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ მათ ერთმანეთისთვის და არც დებატების მოდერატორ ჟურნალისტისთვის ხელი არ ჩამოურთმევიათ, ისინი ერთ სცენაზე პირბადის გარეშე იდგნენ.
ასევე, ცნობილი გახდა, ყველა იმ პირს მოუწევს ტესტის გავლა, ვინც დებატებს დაესწრო.
დღეს გახდა ცნობილი, რომ აშშ-ის პრეზიდენტსა და პირველ ლედის კორონავირუსის დაუდასტურდათ.
როგორც პრეზიდენტის მკურნალმა ექიმმა თქვა, ტრამპი თავს კარგად გრძნობს, ის თეთრ სახლშია და უფლებამოსილების შესრულებას აგრძელებს.
თავად პრეზიდენტს ვირუსი მისი თანაშემწისგან, ჰოუპ ჰიქსისგან გადაედო.