კახა კახიშვილმა ისანში მცხოვრებ ნადეჟდა გაფანოვიჩს 100 წლის იუბილე მიულოცა

„ქართული ოცნების” ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კახა კახიშვილმა ისნის რაიონში მცხოვრებ ქალბატონს 100 წლის იუბილე მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაცია კახიშვილის ოფიციალურ “ფესბუქგვერდზე” ვრცელდება.
კახა კახიშვილმა 100 წლის ნადეჟდა გაფანოვიჩს ყვავილები მიართვა.
„დაბადების დღე მივულოცეთ ჩვენი ისნის მაცხოვრებელს, ქალბატონ ნადეჟდა გაფანოვიჩს, რომელსაც 100 წელი შეუსრულდა. კიდევ ერთხელ ვულოცავ მას იუბილეს! ვუსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და დღეგრძელობას!
ქალბატონ ნადეჟდას დავპირდი, რომ ასმეერთე დაბადების დღეს 101 ვარდით მივულოცავ და ისიც ასე მხნედ დამხვდება”, – აღნიშნა კახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები