დაბა მანგლისში ადგილობრივები და დამსვენებლები უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებენ

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საკურორტო ზონებში წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რებილიტაციას აქტიურად განაგრძობს. ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დაბა მანგლისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობაზე კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერზე წინადადებებიდ მიღება ხვალ სრულდება.

ტენდერში გამარჯვებულმა კონტრაქტორმა კომპანიამ სამუშაოები 24 თვეში უნდა დაასრულოს, პროექტის სავარაუდო ღირებულება 13 მილიონ ლარამდეა.

დღეის მდგომარეობით, მანგლისის მოსახლეობის 15%-ს წყალი 24 საათაინ რეჟიმში მიეწოდება, დანარჩენ ნაწილს კი დღეში 12-14 საათით. დაბაში არსებული წყალმომარაგების ქსელის 60% ამორტიზებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს, ხშირია წყლის დანაკარგები.

დაგეგმილი პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლის არსებულ სათავე ნაგებობას და გაიზრდება სასმელი წყლის დებიტი, მოძველებული ქსელი ახლით ჩანაცვლდება.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაბა მანგლისის 3 000-მდე მაცხოვრებელი და კურორტზე ჩასული დამსვენებლები 24-საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილნი.

დაბა მანგლისში კომპანიის აბონენტების გამრიცხველიანების, სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის  I ეტაპის სამუშაოები 2019 წლის ზაფხულში დასრულდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ახალი სათავე ნაგებობა, ამორტიზებული ქსელის ნაწილი ახალი სისტემით შეიცვალა. გამრიცხველიანდა მოსახლეობა, გაიზარდა წყლის ტებიტი. აღნიშნული პროექტის განხორციელებამდე ადგილობრივ მოსახლეობას წყალი დღეგამოშვებით 2-3 საათით მიეწოდებოდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები