იტალიაში საგანგებო მდგომარეობა შესაძლოა, 2021 წლის 31 იანვრამდე გახანგრძლივდეს
იტალიის მთავრობა განიხილავს შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მომდევნო წლის 31 იანვრამდე გახანგრძლივდეს.
ANSA წერს, რომ ამჟამად მოქმედი რეჟიმის ვადა 15 ოქტომბერს იწურება, თუმცა, ქვეყანაში ისევ მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა.
იტალიაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 1851 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ასევე, ვირუსს 19 პირი ემსხვერპლა.
პანდემიის დაწყებიდან იტალიაში კოვიდ19-ის 314 861 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსს 35 894 პაციენტი ემსხვერპლა, 227 704 განიკურნა.
იტალია ევროპაში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ყველაზე ადრე გამოცხადდა – 31 იანვარს.
გუშინ ასევე გახდა ცნობილი, რომ, ეპიდვითარების გაუარესების ფონზე, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა სლოვაკეთმა და ჩეხეთმა.