“აჭარაში კორონავირუსის 241 ახალი შემთხვევა არის მცირედი ზრდა წინა დღესთან შედარებით”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ ის პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც აჭარაში გატარდა, ეპიდემიის გავრცელების სტაბილიზაციას ახერხებს.
“241 ახალი შემთხვევა არის მცირედი ზრდა წინა დღესთან შედარებით. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ის პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც აჭარაში დავიწყეთ, ახერხებს ეპიდემიის გავრცელების სტაბილიზაციას. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ რეანიმატოლოგთა ჯგუფი გაძლიერდეს, თბილისიდან პირველი საუნივერსიტეტო კლინიკისა და ინფექციური საავადმყოფოს გუნდი ჩაერთვება”, – აღნიშნა გაბუნიამ.