“კორონავირუსის დადასტურების გამო, “ვარკეთილაირი” აბონენტებს მოუწოდებს, მრიცხველის ჩვენების ამონაწერი აღმრიცხველებს დისტანციურად გადასცენ”

ბუნებრივი აირის მიწოდება-განაწილების კომპანია შ.პ.ს. „ვარკეთილაირი“ სოციალურ ქსელში აბონენტებს მიმართავს. ისინი აბონენტებს მოუწოდებენ, მრიცხველის ჩვენების ამონაწერი სოციალური ქსელის გვერდზე ან კომპანიის ცხელ ხაზზე გადასცენ, რადგან ადგილზე აღმრიცხველები ვერ მივლენ იმის გამო, რომ ვარკეთილი3-ის, მე-2 მკრ-ის, 30-ე კორპუსის მაცხოვრებელს Covid-19 დაუდასტურდა.

„ვარკეთილი3-ის, მე-2 მკრ-ის, 30-ე კორპუსის აბონენტთა საყურადღებოდ! აღნიშნულ კორპუსში დაფიქსირდა კორონავირუსი.

აქედან გამომდინარე, აღმრიცხველები ჩვენების ამოსაწერად ვერ შევლენ ამ კორპუსში.
გთხოვთ, მრიცხველის ჩვენებები მოგვაწოდოთ “ფეისბუქგვერდზე” ან დარეკოთ ცხელ ხაზზე (032)227 50 40. პატივისცემით, „​ვარკეთილაირის” ადმინისტრაცია”, – წერს კომპანია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები