ამირან სალუქვაძე: გიორგი გახარიასა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა მკაფიოდ ადასტურებს საქართველოს საგარეო კურსს, ასევე, პირდაპირი გზავნილია მმართველი პარტიის ოპონენტებისადმი

“რეგიონში მიმდინარე დაძაბული პროცესების ფონზე, საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა პრემიერმა გახარიამ ნატო-ს გენერალურ მდივან სტოლტენბერგთან”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, ამირან სალუქვაძე წერს.

ექსპერტის თქმით, სამწუხაროა, რომ ე.წ. პროდასავლური ძალები არ ეხმიანებიან ამ ვიზიტს და, ევროინტეგრაციის საკითხში მხარდაჭერისა და ერთიანი ძალისხმევის ნაცვლად, წლების მანძილზე ხელისშემშლელ ქმედებებს მიმართავენ.

„სტოლტენბერგის მხრიდან არ მოგვისმენია რაიმე სერიოზული პრეტენზიები საქართველოს გაწევრიანებისათვის მზადყოფნასთან დაკავშირებით. ჩემთვის ყურადსაღები იყო ნატო-საქართველოს შორის საჰაერო ვითარების შესახებ ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებით. ეს ინიციატივა, მოკრძალებულად რომ ვთქვა, ჩემი სარდლობის დროს დაიწყო და ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს უსაფრთხოების ერთიანი სისტემისთვის. იმედია, ის განახლებული მიდგომებითა და სრულყოფილად განხორციელდება. ამისათვის საქართველომ დამატებითი რადარები უნდა შეიძინოს და სხვა საჭირო ზომები გაატაროს. არჩევნებთან დაკავშირებითაც მკაფიო განცხადებები გაკეთდა. რაც მთავარია, ნატო, მთელი ცივილიზებული სამყარო აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხაედაჭერას”, – წერს ამირან სალუქვაძე.

მისი თქმით, ეს შეხვედრა ასევე მნიშვნელოვანია შიდა პოლიტიკისთვის, პირდაპირი გზავნილია მმართველი პარტიის ოპონენტებისადმი, მკაფიოდ ადასტურებს საქართველოს საგარეო კურსსა და ნატო-საქართველოს ურთიერთობების მაღალ ნიშნულზე არსებობას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები