მთიან ყარაბაღში რუსეთის პოზიციის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ
თვითაღიარებულ მთიან ყარაბაღში, კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, რუსეთის პოლიციით უკმაყოფილონი არიან და მოსკოვისგან უფრო ძლიერ მხარდაჭერას ელოდებიან.
ამის შესახებ ტელეკომპანია “დოჟდ”-ის ეთერში თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, მასის მაილიანმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი, როგორც შუამავალი კონფლიქტის დარეგულირების საკითხში, ასევე, როგორც ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, დაბალანსებული პოზიციის დაკავებას ცდილობს.
“მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი სომხეთის მოკავშირეა, მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო გაცილებით ძლიერი მხარდაჭერა, როგორც, მაგალითად, ამას თურქეთი აკეთებს მოკავშირე აზერბაიჯანის მიმართ”, – თქვა დიპლომატმა.
თუმცა, მან ისიც თქვა, რომ მთიან ყარაბაღში კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციისგან (ოდკბ) არ ელოდებიან.