ბიძინა ივანიშვილი: ჩვენო საყვარელო, ბატონო ჯემალ, მე და ჩემი ოჯახი მთელი გულით გილოცავთ 85 წლის იუბილეს!

ან­სამ­ბლ “ე­რი­სი­ო­ნის” სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლს, ბატონ ჯე­მალ ჭკუ­ა­სე­ლს, ბიძინა ივანიშვილმა 85 წლის იუბილე მიულოცა. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელის მილოცვა მმართველი პარტიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზეა გამოქვეყნებული.

როგორც ბიძინა ივანიშვილი მილოცვაში წერს, იგი დარწმუნებულია, რომ იმ კეთილშობილურ საქმეს, რომელსაც  ჯე­მალ ჭკუ­ა­სე­ლი ემსახურება, თაობები დააფასებენ.

“ჩვენო საყვარელო, ბატონო ჯემალ,

მე და ჩემი ოჯახი მთელი გულით გილოცავთ 85 წლის იუბილეს!

ბედნიერებაა, პირადად იცნობდე ქართული კულტურის დიდ მოამაგესა და ქომაგს, თავისი საქმის ერთგულ, დაუღალავ კაცს, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა ჩვენი ყველაზე დიდი საგანძურის – უნიკალური ქართული ფოლკლორის აღორძინებას.

გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. დარწმუნებული ვარ, ამ კეთილშობილურ საქმეს, რომელსაც თქვენ ემსახურებით, თაობები დააფასებენ”, – წერს ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები