დღეს თბილისში ათასობით ხე და ბუჩქი შეწამლეს

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური დედაქალაქში მწვანე ნარგავების შეწამვლის სამუშაოებს განაგრძობს.

სამუშაოების ფარგლებში, დღეს სხვადასხვა სახეობის 11 000 ხე და 1 430 ბუჩქი შეიწამლა. აღსანიშნავია, რომ მწვანე ნარგავების შეწამვლა ფიტოსანიტარიული მონიტორინგის საფუძველზე მიმდინარეობს.

მწვანე ნარგავის წამლობა შემდეგ მისამართებზე განხორციელდა:
  • კუს ტბის გზაზე;
  • კუს ტბის მიმდებარედ;
  • წყნეთის ტყე-პარკში;
მწვანე ნარგავების შეწამვლის სამუშაოები წლის ბოლომდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები