დავით კუბლაშვილი – სოფელ კურსებში არსებულ მდგომარეობაზე: სიტუაცია უცვლელია, მეწყრული პროცესები გრძელდება, ადგილზე რჩება საგანგებო შტაბი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს
“სიტუაცია უცვლელია, მეწყრული პროცესები გრძელდება, ადგილზე რჩება საგანგებო შტაბი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს”, – ამის შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კუბლაშვილმა სოფელ კურსებში არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც კუბლაშვილმა განმარტა, გეოლოგიური სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს, ისინი აქტიურად არიან ჩართული პროცესებში.
“ჩვენ მჭიდრო კონტაქტზე ვართ ევაკუირებულ მოსახლეობასთან, ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს მათთან შეხვედრები და ადგილზე ვაცნობთ განახლებულ ინფორმაციას“, – აღნიშნა დავით კუბლაშვილმა.