ნინო ფოჩხუა – ჯანგირაშვილს: შეუმდგარი ტელევიზიის დაფინანსების მათხოვრად ქცეულო ქალბატონო ნინო, ჯერ ერთი, ივანიშვილის “გადაფსიხება” სად გინახავთ ან ვინ გითხრათ, რომ კობახიძე შეკვეთილშია დაბარებული?

ექსპერტი, ნინო ფოჩხუა ჟურნალისტ ნინო ჯანგირაშვილის ნათქვამს ეხმიანება, რომ ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძე ეუთო-ს “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიშის შემდეგ შეკვეთილში დაიბარა.

“შეუმდგარი ტელევიზიის დაფინანსების მათხოვრად ქცეულო ქალბატონო ნინო, ისე ისვრით ცრუ ინფორმაციებს, თითქოს, ივანიშვილის ან კობახიძის კაბინეტში “ჟუჩოკი” გიყენიათ. ჯერ ერთი ივანიშვილის “გადაფსიხება” სად გინახავთ ან ვინ გითხრათ, რომ კობახიძე შეკვეთილშია დაბარებული? რა ხდება, ელისო კილაძის საპატიო ადგილის დაკავებისთვის იბრძვით, ჩიტები, წყაროები და ა.შ.

დამშვიდდით, ისევ ფული იმათხოვროთ, ჯობს, რომ იქნებ როგორმე იარსებოთ, ამას თუ არსებობა ჰქვია”, – წერს ფოჩხუა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები