მე-10 გარდაცვლილი და 20 ახალი შემთხვევა – კორონავირუსის სტატისტიკა ოკუპირებულ აფხაზეთში

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ19-ს კიდევ ერთი, 58 წლის პაციენტი ემსხვერპლა – სულ 10 ლეტალური შემთხვევაა.

გარდა ამისა, კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ.ოპერატიული შტაბის მონაცემით, ვირუსის კიდევ 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, 1352 ინფიცირებულია.

გუდაუთის საავადმყოფოში ამჟამად 106 პაციენტი მკურნალობს, მათგან 14-ის მდგომარეობა მძიმე, ხოლო 27-ის საშუალო სიმძიმის არის.

ვირუსის დამარცხება სულ 434-მა პირმა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები