ლევან გოფოძე – კორონავირუსით გარდაცვლილზე: ჩვენთან დიალიზისთვის გადმოიყვანეს

რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანლის, ლევან გოფოძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 32-ე პაციენტი 57 წლის მამაკაცი  დასავლეთ საქართველოდან იყო გადმოყვანილი.

მისივე თქმით, პაციენტს თირკმლის ქრონიკული დაავადება და შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა.

“პაციენტი, რომელიც ჩვენთან გარდაიცვალა, იყო მამაკაცი – დაახლოებით, ორი კვირის წინ მოთავსდა ჩვენს კლინიკაში, დასავლეთ საქართველოდან იყო. მისი მდგომარეობის სიმძიმეს კოვიდინფექციასთან ერთად თანხმლები დაავადებები განაპირობებდა. ეს იყო თირკმლის ქრონიკული დაავადება, იყო გეგმურ დიალიზზე, ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი.

მისი გადმოყვანის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ ჩვენს კლინიკაში კოვიდინფიცირებულებს დიალიზი უტარდებათ, ამის ფუფუნება ყველას არ აქვს. ჩვენ გვაქვს სპეციალურად მოწყობილი განყოფილება, სადაც საჭიროების შემთხვევაში დიალიზს ვატარებთ”, – განაცხადა გოფოძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები