არჩილ თალაკვაძე: თუ ერთმანეთის ჯანმრთელობას გავუფრთხილდებით, შევძლებთ, რომ მინიმალური ზიანით გავიაროთ ეს რთული პერიოდი

“მსურს, პარლამენტის სახელით, მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სამსახურებს, ყველა იმ ეპიდემიოლოგს, ექთანს, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში 24 -საათიან რეჟიმშია ჩართული”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კოვიდპანდემიის პირობებში რეკომენდაციების დაცვა მნიშვნელოვანია.

„კიდევ ერთხელ მსურს, ჩვენს ყველა  თანამოქალაქეს შევახსენო, რომ კოვიდპანდემიის პირობებში მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა, პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, დეზინფექციის პირობების შექმნა, ხელების დამუშავება, როგორც ეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებულ რეკომენდაციებში არის აღწერილი. თუ ამ პირობებს დავიცავთ და ერთმანეთის ჯანმრთელობას გავუფრთხილდებით, ჩვენ შევძლებთ, რომ მინიმალური ზიანით გავიაროთ ეს რთული პერიოდი. მე მსურს, პარლამენტის სახელით მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სამსახურებს, ყველა იმ ეპიდემიოლოგს, ექთანს, რომელიც ჩართულია  პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში 24 -საათიან რეჟიმში და ჩვენს მოქალაქეებს აწვდიან აუცილებელ დახმარებასა და სერვისებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები