სტამბოლში სომხეთის ქმედების საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

სტამბოლში გვიან ღამით სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო დაპირისპირების საწინააღმდეგო აქცია გაიმართა.

სტამბოლის ქუჩებში თურქეთისა და აზერბაიჯანის ასობით მოქალაქე გავიდა, რომლებიც ხელში ორი ქვეყნის დროშებით გამოვიდნენ.

ასევე, აქციაზე თურქეთისა და აზერბაიჯანის ჰიმნები გაჟღერდა.

აქციის მონაწილეებმა სომხეთის მიერ აზერბაიჯანის მიწების ოკუპაცია დაგმეს.

პროტესტს ინციდენტი არ მოჰყოლია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები