დღეს ალავერდობაა

28 სექტემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღირსი აბბა იოსებ ალავერდელის ხსენების დღეს აღნიშნავს.
წმინდა იოსებ ალავერდელი ცამეტ ასურელ მამებთან ერთად საქართველოში მე-6 საუკუნეში შემოვიდა. იგი იოანე ზედაზნელის მოწაფე იყო. წმ. იოსები ღვთის ნებით კახეთს, იმ ადგილას დაემკვიდრა, სადაც დღეს ალავარდის ტაძარია. გადმოცემით, აბბა იოსები განუშორებლად თან ატარებდა იმ ხისგან გამოთლილ ჯვარს,  რომელზედაც უფალი აწამეს. იოსებ ალავერდელს წმინდა გიორგის სახელზე პატარა ეკლესია აუგია.
.„ალავერდი“ თურქულ-არაბული წარმოშობის სიტყვაა და „ღვთისგან ნაბოძებს“ ნიშნავს.
საკათედრო ტაძარი კვირიკე კახთა მეფემ XI საუკუნის დასაწყისში ააშენა პატარა ეკლესიის ადგილას. ალავერდი იმთავითვე იქცა კახელთა მთავარ სალოცავად.
XV საუკუნეში, ალექსანდრე კახთა მეფის ბრძანებით, ალავერდი აღუდგენიათ, გუმბათი აუმაღლებიათ. ალავერდი მთელ საქართველოში უმაღლეს ტაძრად ქცეულა (50 მ.).
XI საუკუნიდან მოყოლებული, ალავერდი მეფეთა საძვალეა. აქ არის დაკრძალული თეიმურაზ I, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები, ავგუსტინელი ბერების მიერ ჩამოსვენებული.
ალავერდობა ახმეტის რაიონში იწყება 27 სექტემბერს და გრძელდება 28 სექტემბერს, ამბა (მამა) იოსებ ალავერდელის ხსენების დღეს. ძველად დღესასწაული სამ კვირას გრძელდებოდა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები