თინათინ რუხაძე ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში – კარლოს რიკარდო მარტინს შეხვდა

კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, კარლოს რიკარდო მარტინს სეგლიას შეხვდა.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის მუსიკის, კინოს, ლიტერატურისა და კულტურის სხვა სფეროებში თანამშრომლობის გააქტიურებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობას. მხარეებმა პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

შეხვედრას საქართველოს კულტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ბაკურაძე, ბრაზილიის საელჩოს ვიცე-კონსული პაოლო რენატო დალანიოლი და საელჩოს ადმინისტრაციული ასისტენტი მარიამ ლომსაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები