თბილისში, დადიანის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, დადიანის ქუჩაზე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება. დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები