ნინო ცაციაშვილი: შეხვედრის მიზანი გახლავთ წინასაარჩევნო პერიოდში ინციდენტებზე ინფორმაციის დროული მიწოდება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა – ვლადიმერ ბორცვაძემ და ნინო ცაციაშვილმა სახალხო დამცველთან, ნინო ლომჯარიასთან შეხვედრა გამართეს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით შედგა და მას ომბუდსმენის მოადგილეც ესწრებოდა.

შეხვედრაზე მხარეებმა წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით ისაუბრეს, განიხილეს ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ინციდენტები. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახალხო დამცველის მხრიდან გამოითქვა აქტიური თანამშრომლობის მზაობა, რადგან მოხდეს ინფორმაციის გაზიარება და მყისიერი რეაგირება საარჩევნო პერიოდში არსებულ შესაძლო დარღვევებზე.

“შეხვედრის მიზანი გახლავთ წინასაარჩევნო პერიოდში ინციდენტებზე ინფორმაციის დროული მიწოდება, რათა ჩვენი მხრიდან რეაგირება იყოს მაქსიმალურად ოპერატიული.

სახალხო დამცველმა, თავის მხრივ, მზაობა გამოთქვა თანამშრომლობისა  ამ მიმართულებით და ჩვენ, ჩვენი მხრივ, დავუდასტურეთ თანამშრომლობის სურვილი და შემდგომში ძალიან პროაქტიურად ვგეგმავთ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაზიარებას”, – განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები