ისრაელმა ფრენები აკრძალა

ისრაელიდან ფრენები აღარ განხორციელდება.

როგორც ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა, მირი რეგევმა განაცხადა, ის პირები, რომლებსაც ბილეთები აქვთ ნაყიდი, შემზღუდავი ზომების მიღებამდე, ანუ 25 სექტემბრის 14:00-მდე ქვეყნის დატოვებას შეძლებენ.

​”თუმცა, მოგვიანებით ნაყიდი ბილეთებით ადამიანები ვეღარ ისარგებლებენ”, – განმარტა მინისტრმა.

ამასთან, ქვეყნის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნება შეუზღუდავად შეეძლებათ.

გუშინ ისრაელის მთავრობამ საკარანტინე ზომები გაამკაცრა.

ორი კვირით დაიხურა სინაგოგები, ბაზრობები, ასევე, შემცირებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშუტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები