საქართველოში დაზღვეული სავარგულების ფართობი 47 %-ით გაიზარდა

საქართველოში აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 20,000 ჰექტრამდე მიწის ფართობია დაზღვეული.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, სულ გაცემულია 17,000-ზე მეტი პოლისი და დაზღვეული მოსავლის ღირებულება 156 მილიონ ლარს აღემატება.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „იმედის“ გადაცემაში – “სოფლის მეურნეობა რიცხვებში” განაცხადა, აგროდაზღვევის პროგრამამ გაამართლა, თუმცა, მას გარკვეული ხარვეზებიც აქვს.
„აგროდაზღვევის ის სქემა, რომელსაც ჩვენ ვთავზობთ ფერმერებს, შეფასებულია საერთაშორისო ექსპერტების მიერ ერთ-ერთ საინტერესო და კარგ მოდელად. მე არ ვამბობ, რომ ის იდეალურია. 2014 წლიდან დღემდე ვითარდება და ყოველ წელს ხდება პირობების დახვეწა“, – განაცხადა დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები